იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე დაძლია
იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე დაძლია. საკითხი პლენარულ სხდომაზე, არსებული ინფორმაციით, ხვალ გავა.
ხვალ კენჭისყრა გაიმართება და კანონზე ვეტო ოფიცილიალურად დაიძლევა. ამის შემდეგ რუსული კანონი ამოქმედდება.
კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა "უკადრებელი იკადრა" და გამბედაობა არ ეყო, რომ კითხვებისთვის პასუხი გაეცა.
გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ არ შევიდოდა მუხლობრივ განხილვაში, რადგან კანონი მთლიანად, პირველიდან მეათე მუხლის ჩათვლით, გასაუქმებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგან ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.