მიჩურინის ვაშლის სცენა, "ერთი და იგივე ფრაზაზე ჩაიხვიეთ", "შემომხედე კარგად, არავის გავუტარებთ" - შეურაცხმყოფელი გზავნილები პარლამენტში
კამათი, დაპირისპირება და შეურაცხმყოფელი განცხადებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავს დაესხნენ და იერიში მიიტანეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე გიორგი მსხილაძეზე.
"მიჩურინის ვაშლთან დაკავშირებით რომ იყო შეკითხვა, ამ სცენამ გამახსენა ეგ ფილმი," - ამბობს დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დაკავშირებით.
"ოცნების" წევრების არც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს მოერიდნენ გიორგი მსხილაძის მისამართით:
ანუ, ძალიან ხომ არ ხართ გაკადნიერებული, ანუ თქვენი უფლებამოსილება, რაც არ არის, იქ როგორ გადახვალთ?“ - მიმართა მსხილაძეს ნინო წილოსანმა.
იცი, როგორ უხერხულ დღეში ხარ? მე მესმის, შეგიძლია ადგე, დაახეთქო ეს ყველაფერი და გავარდე. არ მოგცემ, ჩავყვები სიღრმისეულად, რომ თურმე ამ კანონით ვინმეს რაიმე ეზღუდება. მე გეუბნები, შემომხედე კარგად, ვინც მაგი დაწერა და შენც, არ გავუტარებთ არავის,“ - მიმართა ალუდა ღუდუშაურმა მსხილაძეს.
ბატონო ალუდა, მთლიანი კანონი უშლის, ვენეციის კომისიის 34-გვერდიანი და ეუთო/ოდირის 73-გვერდიანი დასკვნა გეუბნებათ, რომ ეს კანონი არის მიუღებელი,“ - ამბობს მსხილაძე.
როგორ შეიძლება პარლამენტში ვიმყოფებით და შინაარსში ვერ შემოვალთ, ვეტო დაადეთ კანონს, ვერც გვიხსნით და დაგვეხმარეთ რა, გადაარჩინეთ საქართველო, დაგვეხმარეთ ეს შეშინებული ოცნების წევრბი როგორმე, რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან," - მიმართა მსხილაძეს მიხეილ ყაველაშვილმა.
იცის, მაგრამ არ გვეტყვის," - ამბობს "ოცნების" დეპუტატი.
ბავშვობაში მაგნიტოფონი ხომ გქონიათ, ჩანაწერი რომ გაფუჭდებოდა და ერთი და იგივე ფრაზას ავტომატურად იმეორებდა, ზუსტად ისე იქცევით. იყოს, ამ არგუმენტებით გველაპარაკებოდით და არა გაფუჭებული ჩანაწერის სტილში, ავტომატურად ერთი და იგივე ფრაზაზე რომ ჩამიხვიეთ და თან კითხულობთ, ეგ ფრაზა მაინც დაგეზეპირებინათ," - მიმართა იონათამიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
პარტნიორ მეგობრებს ინტერპრეტაციას რომ აწვდიდით ამ კანონპროექტის შესახებ, ქიიდან კითხვა არავინ დაგისხვათ, რომელი პუნქტის და მუხლის გამო არის ეს კანონი რუსულიო?" - ამბობს ზავრადაშვილი.