ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა
კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის.
მიხეილ დაუშვილის კითხვის შემდეგ მასზე იერიში მიიტანეს "ოცნების" დეპუტატებმა.
არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ჩვენს ქვეყანას,“ - იკითხა დაუშვილმა.
უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება ეს აბსურდი, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, გესმით? როგორ შეიძლება ასეთი შეკითხვის დასმა, წარმოდგენა გაქვთ?“ - უპასუხა ოხანაშვილმა მსხილაძეს.
შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ?“ - ამბობს დაუშვილი.
ამას ჩვენ გითვლით მესიჯად, რომ თქვენი პირით ეს მესიჯი შემოგვითვალეს,“ - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი შეიძლება გადაიხედოს ამ კანონის მიღებით?“ - მიმართა მსხილაძეს ოხანაშვილმა.
გეუბნებით, რომ აღნიშნული კითხვა, ფრაზირებას როგორც უკეთებთ, ასე არ გამიგია, როგორ დავეთანხმო, ან არა,“ - ამბობს მსხილაძე.