კობახიძე ანგოლას, მოზამბიკის, გვინეას, პორტუგალიის და ბრაზილიის წარმომადგენელებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ანგოლას, მოზამბიკის, გვინეას, პორტუგალიის და ბრაზილიის წარმომადგენელებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც წერია, რომ პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას უმასპინძლა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციაში შედიან ანგოლა, ბრაზილია, გვინეა-ბისაუ, ეკვატორული გვინეა, კაბო-ვერდე, მოზამბიკი, სან-ტომე და პრინსიპი.
საუბარი შეეხო თანამეგობრობაში შემავალ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები.
დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობას 2014 წლიდან შეუერთდა, როგორც ასოცირებული დამკვირვებელი," - წერია განცხადებაში.