"სათანადად შეშინებულად არ გამოვიყურები" - მაკა ბოჭირიშვილი მოსალოდნელ სანქციებზე

27.05.24 13:47
"სათანადად შეშინებულად არ გამოვიყურები" - მაკა ბოჭირიშვილი მოსალოდნელ სანქციებზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის დასანქცირების შემთხვევაში, ამას ქვეყნის კეთილდღეობაზე გავლენა არ ექნება. მეტიც, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ საერთოდ არ სჯერა, რომ სანქციები იქნება. 

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სანქციებს, რომელიც, მაგალითად, არ იქნება კონკრეტული? მაგალითად, არ ექნება გვარები, არ იქნება სია, ვინ დასანქცირდება არ გვეცოდინება. უცნაურია ეს ყველაფერი. სათანადად შეშინებულად არ გამოვიყურები. არ მაქვს მოლოდინი (სანქციების), ბევრი რამის მოლოდინი არ ამქვს. ბევრი რამე, მგონია, რომ სხვანაირად იქნება, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.

მსგავსი სიახლეები