"ლოკალური ომის ქარტია" - ბერაია პრეზიდენტის ინიციატივაზე

27.05.24 14:02
"ლოკალური ომის ქარტია" - ბერაია პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ლოკალური ომის ქარტია" - ასე აფასებს პრეზიდენტის ინიციატივას "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია.

ბერაია კრიტიკულად აფასებს სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას:

რა თქვა აბა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, რაც დაავალეს ის მოიტანა. რა ინფორმაცია ჩამოიტანა იმ დავალებიდან, რომელიც მიიღო, სრული აბსურდი - იქნება ერთიანობა ერთიანობის გარეშე, იქნება არჩევნები არჩევნების გარეშე, პარლამენტი პარლამენტარიზმის გარეშე, მთავრობა ხელისუფლების გარეშე, ასეთი განცხადებები მოვისმინე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში და სერიუზულად როგორ გელაოპარაკოთ?" - ამბობს ბერაია.

მსგავსი სიახლეები