გვჯერა, რომ პრეზიდენტის ქარტია მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი - კუპრაძე

27.05.24 14:27
გვჯერა, რომ პრეზიდენტის ქარტია მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი - კუპრაძე

"გვჯერა, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ქარტია მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი" - ამ განცხადებას "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.

კუპრაძემ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით ლელოს ოფიციალური პოზიცია გაახმოვანა და თქვა, რომ პარტია "ქართულ ქარტიას" ხელს მოაწერს.

გარდა ამისა, კუპრაძის თქმით, საჭიროა, რომ პრეზიდენტისა და სხვა პოლიტიკური აქტორების ჩართულობით შეხვედრა შედგეს და პოლიტიკურმა პარტიებმა პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღონ, რასაც ქარტია ითვალისწინებს. 

ლელო მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ღირებულებითი ერთობა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს ეს მანკიერი წრე რომელშიც ქვეყანა 20 წელია მოძრაობს. ჩვენ ვუერთდებით პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ქარტიას და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირის 9 პუნქტის სწრაფი შესრულებისათვის, რათა ქვეყანა გადავიდეს მოლაპარაკების ეტაპზე და ჩვენი ევროინტეგრაცია იყოს შეუქცევადი.

ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ქარტია მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი და თუკი სადმე საჭიროა მეტი სიცხადის და დაზუსტების შემოტანა, რათა პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში სრულად მოექცეს ვფიქრობთ სწორედ ახლაა დრო რომ ეს მოხდეს.

ამიტომ საჭიროდ ვთვლით პრეზიდენტისა და სხვა პოლიტიკური აქტორების ჩართულობით შედგეს სამუშაო შეხვედრა სადაც ყველანი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ავიღებთ პროცესებზე, რომელიც ქარტიითა განსაზღვრული. 
ჩვენ მზად ვართ რომ გავხსნათ ეს პროცესი და ჩავერთოთ ყველა იმ აქტივობაში რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში რუსული მთავრობის დასრულებას. 

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რიომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა კვლავ ბიძინა ივანიშვილია და ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ მისი დამარცხება უნდა იყოს. ქარტია ესაა გზა, რომელიც გასავლელია არჩევნებით ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. ჯერ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია და ემზადება დაძლიოს ვეტო, დააკანონოს არასამთავრობო სექტორის გაუქმება და პოლიტიკური ოპოპნენტების, განსხვავებული აზრის დევნა.
მიგვაჩნია რომ პრეზიდენტს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში  მზად ვართ მასთან ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბროთ.

ჩვენ სწორედ ამ პროცესზე გვამრთებს მეტი კონცენტრირება და დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე ქართული პოლოტიკური სპექტრი და სხვა აქტორები შევძლებთ იმგვარი პოლიტიკური პროცესის წარმართვას, სადაც ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები