მტკივნეულია, როცა საქართველოს მთავრობა ქვეყნის EU-ში გაწევრიანებას ბლოკავს - ბერბოკი

27.05.24 14:42
მტკივნეულია, როცა საქართველოს მთავრობა ქვეყნის EU-ში გაწევრიანებას ბლოკავს - ბერბოკი

 წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის დიდ ოცნებას, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ბერბოკის თქმით, ის ფაქტი, რომქართველი ხალხი კანონს ქუჩაში აპროტესტებს, მის ხელმოწერაზე კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უარი განაცხადა, ცხადყოფს, რომ ის ხელისუფლებამ უკან უნდა გდაიწვიოს. 

ჩემთვის წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს საკუთარი ხალხის ამ დიდ ოცნებას და უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ამ კანონით შეუძლებელია და ის ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. ასეთი ქმედებებით საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას, რომელიც როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. ამ გზით მთავრობა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დავუდასტურეთ ქართველებს მათი ევროპული პერსპექტივა და შესაბამისად, ხელი გავუწოდეთ, მაგრამ ცხადია, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაშია გამოსული მკაფიოდ ამბობს, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება", - თქვა ანალენა ბერბოკმა. 

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში დღეს საქართველოზე მსჯელობენ. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ საქართველოსთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, ესტონეთი, ჩეხეთი და ნიდერლანდები აპირებს დააყენოს ინიციატივა, დააწესონ საქართველოსთვის შემზღუდავი ზომები. განიხილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება და დაფინანსების შეწყვეტა.  

მსგავსი სიახლეები