პაატა დავითაია: პარტია “ევროპელი დემოკრატებო“ ყოველთვის მომხრე ვართ დიდი ერთობის, საბოლოო გადაწყეტილებას ერთიანი პლატფორმის ფორმატში მივიღებთ

27.05.24 14:50
პაატა დავითაია:  პარტია “ევროპელი დემოკრატებო“ ყოველთვის მომხრე ვართ დიდი ერთობის, საბოლოო გადაწყეტილებას  ერთიანი პლატფორმის ფორმატში მივიღებთ


პრეზიდენტის ინიციატივა „ქართული ქარტიის“ შესახებ არის საინტერესო და დროული,  პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ყოველთვის მომხრე ვართ დიდი ერთობის, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის შეთავაზებულ გეგმაში არის საკიტხები, რომელიც დამატებით განმარტებებს მოითხოვს. პაატა დავითაია ერთიანი სიის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ეს არის გამარჯვების გარანტი.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხზე კონსულტაციებს პლატფრომის წევრებთან გაივლის და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ გაასაჯაროებს. 

ჩვენთვის მისაღებია და ვიზიარებთ  „ქართული ქარტიის“  მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც დაკავშირებულია სისტემურ ცვლილებებთან და რეფორმებთან დაკავშირებით, რაც არის აუცილებელი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამასთანავე, არის საკითხები, რომელიც მოითხოვს  განმარტებებს.

„ქართული ქარტიის“ მიერ შემოთავაზებული პრინციპები არის კარგი გეგმა გამარჯვების შემთხვევაში, მთავარი საკითხია, როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ჩვენ კვლავ ვრჩებით პოზიციაზე ერთიანი სიის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც პრინციპული საკითხია გამარჯვებისთვის, რადგან რთულია ერთობა ერთიანობის გარეშე.      

პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატები“, როგორც  წევრი  „ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“, აწარმოებს კონსულტაციებს პლატფორმის წევრებს შორის ერთიან პოზიციასთან დაკავშირებით, რასაც უახლოეს პერიოდში  დავაფიქსირებთ - აცხადებს პაატა დავითაია.

მსგავსი სიახლეები