სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა! - ოქრიაშვილი

27.05.24 14:55
სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა! - ოქრიაშვილი

სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!, - ამის შესახებ "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი საუბრობს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ 26 მაისს საქართველოს პრემიერმა მორიგ ჯერზე იცრუა, როდესაც თქვა, რომ 2023 წელს საქართველო ევროკავშირში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად შევა. მისი თქმით, 12-წლიან პერიოდში უკვე თავად "ოცნების" ამომრჩეველსაც აღარ სჯერა, რომ "შავი თეთრია". 

26 მაისს ბატონმა კობახიძემ კიდევ ერთი სატყუარა გადმოუგდო „ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, ეჭვი ეპარება მისივე პარტიის მიერ გაცემული დაპირებების აღსრულებაში. ეს სატყუარაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება და თან ევროკავშირის წევრობა 2030 წელს. 
 

ამავე დღეს, ამერიკისა და ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ლიდერმა და სახელმწიფომ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში დაბლოკილია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო. 
 

ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერებმა  განაცხადეს, რომ არათუ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, არამედ ჩვენთან  კონფედერაციასაც კი არ განიხილავენ. 
 

ამ ბოლო 12-წლიან პერიოდში, „ოცნების“ მიერ ნათქვამი ათასობით ტყუილის შემდეგ, თვით „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი აღარ შეიძლება სჯეროდეს, რომ შავი თეთრია!  სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!, - ამბობს კახა ოქრიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები