"შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ" - კალაძე სტრატეგიულ პარტნიორებს სიცრუის კამპანიაში ადანაშაულებს
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი აშშ-ს და ევროპას სიცრუის კამპანიაში ადანაშაულებს. კახა კალაძე ამბობს, რომ "ოცნება" პარტნიორების ქმედებებით შეშფოთებული და ღაღშფოთებულია. სახელისუფლებო გუნდის წევრი ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ვერცერთი არგუმენტი წარმოდგენილი ვერ იქნა.
ჩვენ შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ იმ ფაქტებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სიცრუის კამპანია. მე შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო იგივე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თუ რა ისიცრუის და ბოროტების კამპანია მიმდინარეობდა ქვეყნის წინაარმდეგ და დღესაც იგივეა. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, იმიტომ, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მომავალს, - ამბობს კალაძე.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც წერს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და ის საქართველოში გავიტარებულ მოვლენებს შეშფოთებით აკვირდებიან. ჰარისი ღიად ამბობს, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც საქართველო-ამერიკის, ასევე საქართველოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს.