პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან კავშირში არ არის - თალაკვაძე

27.05.24 15:22
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან კავშირში არ არის - თალაკვაძე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკული წერილის შემდეგ არჩილ თალაკვაძე ისევ ამტკიცებს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ძირს ვერ გამოუთხრის. მისი თქმით, არ არსებობს სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული კანონი შესაძლოა, პარტნიორებთან ურთიერთობაბთან იყოს კავშირში. 

ეს არ შეიძლება ძირს უთხრიდეს ორმხრივ ურთიერთობებს, რასაკვირველია. მეტსაც გეტყვით, სამართლებრივად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკას ეხება, არ შეიძლება და ვერ იქნება ვერანაირ კავშირში  საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან. არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს იმის დასტურად, რომ ეს კანონი რაიმენაირ გავლენას ახდენს რამენაირ სამართლებრივ კავშირში არის ჩვენ პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებთან, - ამბობს თალაკვაძე. 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც წერს, რომ  პრეზიდენტი ბაიდენი და ის საქართველოში გავიტარებულ მოვლენებს შეშფოთებით აკვირდებიან. ჰარისი ღიად ამბობს, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც საქართველო-ამერიკის, ასევე საქართველოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს. 

მსგავსი სიახლეები