ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბული - კალაძე

27.05.24 15:23
ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბული - კალაძე

"ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბული," - ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს და ეხმაურება პრეზიდენტის ინიციატივას.

"ქართული ქარტია", რომელიც პრეზიდენტმა გუშინ წარადგინა, კალაძისთვის დამდასტურებელია, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ ფლანგზე იბრძვიან.

არიან ერთი გუნდი, ერთი ხელით იმართება და ამ ყველაფრის დამდასტურებელი არის ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გაჟღერებული პრეზიდენტის მხრიდან. ეს რომ მოგვენდომებინა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა და ნამდვილად მისასალმებელია ის, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმის ნიღბით არიან შენიღბული,“ - ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები