"ეს დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომის ქარტია" - თალაკვაძე "ქართულ ქარტიაზე"
"ეს დოკუმენტი არის დესტაბილიზაციის, ქაოსის და ომის ქარტია" - ასე აფასებს პრეზიდენტის ინიციატივას "ქართული ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე.
თალაკვაძე პრეზიდენტის ინიციატივაში ხედავს დესტაბილიზაციის მცდელობას.
ეს დოკუმენტი ემსახურება ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაცია. ქარტია პირდაპირ აანონსებს პოლიტიკურ შურისძიებას, ინსტიტუტებში ჩარევას იმ მეთოდებით, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. წარმოიდგინეთ, ეს რადიკალური ოპოზიცია, როგორ იყოფენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ძალაუფლებას, როგორ აკომპლექტებენ დროებით მთავრობას, ატარებენ არჩევნებს იმისთვის, რომ შემდეგ კიდევ ერთი არჩევნები ჩაატარონ, ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას. ეს არის პირდაპირ დავალება, როგორც ჩანს, როგორმე დაშლილი ოპოზიცია ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააერთიანოს ფრონტში, საქართველოს დღეს ფრონტი არ სჭირდება,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.