"პოპულისტური და უპერსპექტივო" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება კობახიძის განცხადებაზე

27.05.24 15:34
"პოპულისტური და უპერსპექტივო" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება კობახიძის განცხადებაზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტურს და უპერსპექტივოს უწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძის ეს განცხადება, რომელიც წინასაარჩევნოდ გაკეთდა, შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და რეალობასთან კავშირში არ არის. 

აშკარაა, რომ ასეთი პოპულისტური განცხადებები ჟღერდება მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ და მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, შიდა აუდიტორიაზე. აუცილებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა გააკეთა თავისი საბოლოო არჩევანი და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები