რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე - როგორია კაკაურიძის პროგნოზი

27.05.24 16:11
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე - როგორია კაკაურიძის პროგნოზი

"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე საუბრობს. 

გიორგი კაკაურიძეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ეკონომიკური გავლენის შესახებ დაუსვა კითხვა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, არსებული დემონსტრაციები პირველ რიგში ტურიზმის სექტორზე ახდენს გავლენას, ხოლო ის თუ რა მასშტაბის იქნება გავლენა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული პროცესი.

გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში სიტუაცია. თუ მომდევნო ერთ კვირაში დასრულდა და დაწყნარდა ვითარება არანაირი შეფერხება არ ექნება და მაკროეკონომიკური სიტუაცია რაც გვქონდა ისე გაგრძელდება. მაგრამ თუ ჩვენ რაიმე განსხვავებულ სცენარს გავაანალიზებთ და თუ გრძელვადიან პერიოდში მივიღებთ აქციებს, ამ შემთხვევაში ეს უარყოფითად იმოქმედებს ტურიზმზე პირველ რიგში. შემდგომ იქნება ეკონომიკაზეც უარყოფითი ზეწოლა. პროგნოზი გამიჭირდება თუ რამდენი ხანი გაგრძელდება მსგავსი სიტუაცია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მით უფრო უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

მსგავსი სიახლეები