GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადება
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად ემზადება. კომპანიას უწყვეტი განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე პარტნიორობას წამყვანი ბრიტანული საკონსულტაციო სააგენტო Woodley BioReg („ვუდლი ბაიორეგი“) უწევს.
Woodley BioReg - გლობალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ფარმაცევტული, ბიოტექნოლოგიური და სამედიცინო მოწყობილობების მარეგულირებელი საკითხების მიმართულებით. Woodley BioReg-ი GM Pharma-ს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სერტიფიკატის მიღებისათვის მზადების პროცესში საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს, ხოლო აღნიშნული აღიარება GM Pharma-ს ევროკავშირის ფარმაცვეტულ ბაზარზე წვდომის საშუალებას მისცემს.
სწორედ ამ მიზნით, Woodley BioReg -ის ოფიციალური წარმომადგენლები GM Pharma-ს ერთი კვირით სტუმრობენ.
სპეციალისტების მიერ კომპანიაში ტრენინგები ინტენსიურად მიმდინარეობს, რითაც GM Pharma სტრატეგიულ მიზანს ყოველდღიურად უახლოვდება. კერძოდ, ტრენინგი მოიცავს სესიებს, ვორქშოფებს, მაგალითებს და რეალურ, პრაქტიკულ დაკვირვებებს. შესაბამისი ინტერაქტიული მიდგომა უზრუნველყოფს ევროკავშირის მარეგულირებელი მოთხოვნების საფუძვლიან ცოდნას რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან GM Pharma-ს ოპერაციების შესაბამისობას.
ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს GM Pharma-ს მისწარფებას მუდმივ სრულყოფისა და ინოვაციებისადმი და კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის, როგორც საქართველოს და კავკასიის რეგიონის ფარმაცევტულ ინდუსტრიის ლიდერის, იმიჯს.