პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უერთდება და ხელს აწერს

27.05.24 16:18
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უერთდება და ხელს აწერს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ უერთდება ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

როგორც პარტიის ლიდერი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ წევრი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, "ანტიდემოკრატიული და პრორუსული ხელისუფლების ცვლილებისთვის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური კონსოლიდაცია და ამ ვითარებაში პრეზიდენტის ინიციატივა დროული და მისაღებია".

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უერთდება და ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“, რომელიც მიმართულია საზოგადოების და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციისკენ, მოიცავს ხელისუფლების შეცვლის რეალურ გზას და ემსახურება სახელმწიფოს მთავარ საგარეო სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას“ - ნათქვამი ედპ-ს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები