ექსკლუზივი: ინტერვიუ ევროკავშირის მოქალაქესთან, რომელსაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს (ვიდეო)

27.05.24 17:06
ექსკლუზივი: ინტერვიუ ევროკავშირის მოქალაქესთან, რომელსაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს (ვიდეო)

 

 

"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის მოქალაქესთან, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. 20 წლის თეოფან სარზუმანიდისი მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს. 

13 მაისს, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაღებულ კადრებში ცხადად ჩანს, როგორ ურტყამენ თავში წიხლებს აქციის უკვე დაკავებულ მოქალაქეს, ის წრეში ჰყავთ მოქცეული და რიგრიგობით ძალადობენ.

  • თუ აქამდე აქციის მონაწილეებზე თავდასხმაში სპეცრაზმელებს ამხელდნენ ეს არის უკვე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების  მიერ ჩადენილი დანაშაული, რადგან ყველა მოძალადე კრიმპოლის ფორმაშია, დაზარალებული კი ევროკავშირის წევრი, საბერძნეთის მოქალაქე.

20 წლის ბიჭი ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელებაწეული იყო, თუმცა მოულოდნელად მისი მისამართით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაიძრნენ, სპეციალურ კორდონში შეათრიეს და ძირს დადგებულს თავის არეში წიხლები ურტყეს. 

თეოფან სარზუმანიდისი "პირველებთან" ასახელებს პოლიციის მაღალჩინოსნების გვარებს, რომლებიც მისი თქმით, ჭიჭინაძის ქუჩაზე მოწყობილ სასტიკ ანგარიშსწორებაში პირადად იღებდნენ მონაწილეობას. 

ახალგაზრდა TV პირველის კორესპოდენტს ეუბნება, რომ მას ფიზიკურად ძველი თბილისის მეორე განყოფილების თანამშრომელი, ლევან სამნაშვილი გაუსწორდა. 

მოგვიანებით კი, როცა დაკავებული სასამართლოში მიიყვანეს, საქმის ოქროს მოწმე, სწორედ ლევან სამნაშვილი იყო, რომელმაც თეოფან სარზუმანიდისი ამბობს, ფიზის ქვეშ, მოსამართლეს ცრუ ჩვენება მისცა. 

მეტიც, უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებების არქონის გამო, დაცვის მხარემ სულ სხვა ვიდეო გწარადგინა. საუბარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაღებული კადრები წარადგინა. ეს მაშინ, როცა დაზარალებული ჭიჭინაძის ქუჩაძე დააკავეს. 

ერთ-ერთი დამკავებელი ამოვიცანი, რომელმაც სპეცრაზმამდე მიმიყვანა. როდესაც სპეცრაზმის ბაზისკენ მივყავდი, სპეცრაზმელს უთხრა - "თქვენსკენ მომყავს და კათაპალკა გაამზადეთ კვდებაო". ამის შემდეგ, ერთი ყბაში მომხვდა და მას შემდეგ არაფერი მახსოვს.  

ე.წ. დამკავებლები არიან -  ლევან სამნაშვილი და ლაშა მაღრაძე"- ამბობს ევროკავშირის მოქალაქე.

მისი თქმით, მოძალადე პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს მოქალაქე არ იყო და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა ამბობს, რომ "ამან ისინი უფრო გააღიზიანა". 

რკინებს მირტყამდნენ თავში, უზარმაზარი საგანი მომხვდა - ე.წ. კასკა ჩამარტყეს"- ამბობს ახალგაზრდა. 

საბოლოოდ, 20 წლის სტუდენტს მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თეოფან სარზუმანიდისს 2500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

მსგავსი სიახლეები