გადაწყვეტილება მიღებულია - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს - განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკათა.
ხვალ სამშაბათია, ჯერ არის პოლიტიკური განცხადებები.თუ [ოპოზიციონერი დეპუტატები] მიიღებენ მონაწილეობას დაახლოებით 2-3 გრძელდება ხოლმე პოლიტიკური განცხადებები და შემდეგ პირველივე საკითხად განვიხილავთ ვეტოს საკითხს და პირველი მოსმენის რეგლამენტითაა განხილვა, სადაც კითხვებია, პასუხებია, გამოსვლებია და ვიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და, რა თქმა უნდა, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს"- თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ხდებოდა, იმის ვიზუალიზაცია იყო, რაც ბოლო 2 თვეზე მეტი ხდება, მათ შორის დახურულ კარს მიღმა.
„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვნახეთ განხილვა. ალბათ სიტყვა „იმიტომ“ გასდევს ამ განხილვას. ვნახეთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი შინაარსობრივ მსჯელობას გაურბოდა და ამბობდა კიდეც, რომ არ აპირებდა შინაარსობრივ მსჯელობაში შესვლას და კითხვებზე, რა იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რომელი მუხლი და პრინციპი, არ ჰქონდა პასუხი. რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვიხილეთ, იყო ვიზუალიზაცია იმისა, რაც ბოლო 2 თვეზე მეტია ხდებოდა, მათ შორის დახურულ კარს მიღმა. როდესაც ჩვენ, მათ შორის, უცხოელ აქტორებსაც ვხვდებოდით, ზუსტად ასეთი საუბრები გვქონდა. როდესაც შევდიოდით და შევდივართ ხოლმე შინაარსში, იქ არგუმენტები იკლებს, ბოლოს აღარაა არგუმენტები და არის ბრტყელი ფრაზებით საუბარი, თითქოს რაღაც ეწინააღმდეგება რაღაცა ღირებულებებს, პრინციპებს ისე, რომ , როდესაც დაკონკრეტებას ვითხოვთ, კონკრეტიკაში შესვლა ყველას უჭირს. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა დეზინფორმაციულ შტურმთან გვაქვს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები არიან შიდა და გარე აქტორები, არის აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული, დაწყებული მედიით და დამთავრებული უცხოელი მაღალი რანგის პოლიტიკოსების განცხადებებით იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს მოსახლეობის დაბნევა ამ საკითხთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ვხედავთ და ეს დღეს ყველამ დაინახა, რომ დღეს ფაქტობრივად, პირველი შესაძლებლობა იყო, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელს შეეძლო ეს არგუმენტები წარმოედგინა და ნახეთ, რომ ის გაექცა შინაარსზე მსჯელობას. ხაზსაც უსვამდა, რომ თურმე შინაარსზე სამსჯელოდ მანდატი არ ჰქონია. ერთადერთი მანდატი ის აღმოჩნდა, რომ ამ კანონის სტიგმატიზება მოახდინოს“, - თქვა პაპუაშვილმა.