"წაიღო გზის ნაპირი, სახლს გამოუთხარა საძირკველი" - სოფელ დიღომში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

27.05.24 17:44
"წაიღო გზის ნაპირი, სახლს გამოუთხარა საძირკველი" - სოფელ დიღომში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ადიდებული მდინარე და შეშინებული მოსახლოება - სოფელ დიღმის ტერიტორიაზე წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა.

მდინარის სათავიდან წამოღებული დიდი რაოდენობით ნაგავი და ხეები წყალმა საცხოვრებელ სახლებში შეიტანა - განსაკუთრებით რთული ვითარება სახლების პირველ სართულებზეა.

ნაგავი გაიჩხირა მილებთან, ამ ნაგავს რომ არ გაეჩხირა, არ მოხდებოდა ეს. საშიშროება ახლა ისაა, რომ კიდევ რომ იწვიმოს, ეს ნაგავი ისევ გაიჩხირება და ისევ დაიტბორება... მილებმა ისე დააგუბა, რომ ირგვლივ მეტრა სამოცის სიმაღლეზე წყალი იდგა,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

გზის სავალი ნაწილი მთლიანად წაღებული ჰქონდა. დატბორვა გამოიწვია იმან, რომ აქ გადის ორი მაგისტრალური მილი gwp-ის და ბუნებრივ ბადეს ქმნის და შესაბამისად, ადიდებული მდინარიდან წამოღებული ეს ნაგავი ვერ გაატარა, გაიჭედა და წყალმა სადაც იპოვა წასსსვლელი იქით გადავიდა და წაიღო გზის ნაპირი, სახლს გამოუთხარა საძირკველი, ღობემდე მთლიანად წყალი იყო მისული. კიდევ ერთი ხის წამოღება და ხის გაჭედვა იგივეს გამოიწვევს და ამ დარჩენილ მასასაც ჩაშლის, ისედაც ყოველ ერთ საათში რაღაც ნაწილი იშლება," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები