ბრიუსელში განიხილეს "აგენტების კანონის" საპასუხო ზომები
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს - ისაუბრეს რუსული კანონის საპასუხო ზომებზეც. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დისკუსია იყო ხანმოკლე, გასტანა დაახლოებით 20 წუთს და მასში მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ "აგენტების კანონი" არღვევს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას და არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე საჯაროდაც განაცხადებს.
კოპენჰაგენის კრიტერიუმები:
- პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.
- ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.
- წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია (Intergovernmental conferences IGC), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.
საქართველოს ევროპული მომავალი რომ სასწორზე დევს, ამაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟეც წერს სოციალურ ქსელში: