16 წელია, NATO-ს ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ - შალვა პაპუაშვილი

27.05.24 18:48
16 წელია, NATO-ს ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ - შალვა პაპუაშვილი

 16 წელია, NATO-ს ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას შეეხებოდა. 

დედამიწაზე თუ ვინმე ფიქრობს, რომ NATO-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი ამ კანონის მიღება/არ მიღებაა, ან მიამიტია, ან განზრახ მავნებლობს. ამიტომ, NATO-სა და მის წევრობას რაც შეეხება - 2008 წელს დაპირება მოგვცეს და დათვალეთ, იმის შემდეგ 16 წელი გავიდა და სწორედ 16 წელია, ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ"- თქვა პაპუაშვილმა. 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, რუსული კანონი ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და მის NATO-სა და EU-სკენ სწრაფვასა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. 

მსგავსი სიახლეები