განვიხილეთ, რომელი ვარიანტები იქნებოდა საპასუხოდ შესაფერისი - ბორელი რუსულ კანონსა და EU-ს მოსალოდნელ რეაქციაზე

27.05.24 19:31
განვიხილეთ, რომელი ვარიანტები იქნებოდა საპასუხოდ შესაფერისი - ბორელი რუსულ კანონსა და EU-ს მოსალოდნელ რეაქციაზე

"ჩვენ განვიხილეთ რომელი ვარიანტები იქნებოდა შესაფერისი საპასუხოდ, თუ ეს კანონი დამტკიცდება, გადაწყვეტილებას კი ივნისში მივიღებთ", - ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი საუბრობს.

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს, ბორელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით ივნისში გამოაცხადებენ, დღეს მხოლოდ პოზიციები გაცვალეს.

როგორც ბორელი ამბობს, შეხვედრაზე რუსულ კანონზე საუბრისას მაგალითად მოიყვანეს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდეს.

გარდა რუსული კანონისა, საქართველოს მსჯელობის დროს, ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს საკითხი არც ისე მნიშნელოვანი იყო, ზოგიერთმა კი თქვა, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ახსენეს ვენეციის კომისიის ანგარიში, რომელიც მიხედვითაც, ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს უკან გაიწვიონ კანონი.

ჩვენ განვიხილეთ რომელი ვარიანტები იქნებოდა შესაფერისი საპასუხოდ, თუ ეს კანონი დამტკიცდება, გადაწყვეტილებას კი ივნისში მივიღებთ. წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილების მისაღებად მზად იყვნენ, ნებისმიერ დროს, როცა არ სრულდება ჩვენი ღირებულებები, არ სრულდება საერთაშორისო კანონები, არ სრულდება ევროპული გზა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ვისაუბრეთ, მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მისცეს მათი ქვეყნის ტრაექტორიას, მთავრობის ქმედებებმა კი შეიძლება მოახდინოს გავლენა იმ ბენეფიტებზე, რომელსაც სიამოვნებით იღებენ ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად. მაგრამ გადაწყვეტილება არ მიგვიღია," - განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები