დეპუტატ ირმა ზავრადაშვილს არ სჯერა, რომ ვაკეში ხეები ხარობს (ვიდეო)
"ქართული ოცნება" მრავალათასიანი პროტესტის წინააღმდეგ - საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ამტკიცებს, რომ გუშინ, დედაქალაქის ცენტრში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტოები დამონტაჟებულია.
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგე არის უმრავლესობა, ისევე როგორც, თურმე ვაკეში საბადურის ტყე გაშენდა და სანაპიროზე მტკვარი ორად გაიყო, ან კიდევ სტიქაროსნები აქციას ატარებდნენ, - თქვა "ოცნების“ დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.
უმრავლესობის წევრის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთი სახალისო რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ზავრადაშვილს ფოტოებით უჩვენებენ, რომ ვაკეში ხეები ნამდვილად ხარობენ.
დეპუტატის განცხადებას გამეეხმაურა გუშინ გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთის ავტორი. Ezz Gaber-ი ზავრადაშვილის საპასუხოდ სიმაღლიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, სადაც ხეები აშკარად ჩანს.
"ტყე, ტყე, ტყე, ტყე"- დაწერა მან.