გომელაურის უწყება სკანდალში ეხვევა - პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი ბიჭი "პირველებთან" ალაპარაკდა
გომელაურის უწყება სკანდალში ეხვევა - საჯაროვდება კიდევ ერთი სასტიკი ანგარიშსწორების ამსახველი კადრები. ევროკავშირის მოქალაქე ათზე მეტმა პოლიციელმა ისე სცემა, რომ ბოლოს, თავად ეგონათ, კვდებოდა. წარმოუდგენელ ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების დასჯას 20 წლის ბიჭი ითხოვს, რომელმაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების იდენტიფიცირება შეძლო. მის საქმეში კი მტკიცებულებად დევს კადრები, რომლებიც უმძიმესი სანახავია.
ეს კადრები კი სპეცრაზმელების შემდეგ ახლა უკვე პოლიციელების სასტიკი დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა. საბერძნეთის მოქალაქეს ჯერ წრეში ათრევენ, შემდეგ ძირს დაგდებულს რიგ-რიგობით გამეტებით ურტყამენ. ევროკავშირის მოქალაქე მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს. მოსამართლემ კი ჩათვალა, რომ უმძიმესი კადრები ძალადობის მტკიცებულება არ არის და 20 წლის სტუდენტი 2500 ლარით დააჯარიმა.