ერთი ნაბიჯი კანონის ამოქმედებამდე - რას იზამს ივანიშვილი
დროის ათვლა დაწყებულია - რამდენიმე საათში გვეცოდინება, მოაწერს თუ არა ხელს ოფიციალურად ოლიგარქის რეჟიმი საქართველოს გარუსებას. მართალია, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე და რუსული კანონის ამოქმედებამდე ერთი ნაბიჯი რჩება, თუმცა შანსი ჯერ კიდევ რჩება. თუ "ოცნება" ბოლო მომენტში გადაიფიქრებს და საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს, რუსული კანონი ავტომატურად გაუქმდება.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რასაც ოლიგარქი იტყვის, მისი დეპუტატებიც ზუსტად ისე მოიქცევიან.
ერთი დღით ადრე კი "ოცნების" საპარლამენტო გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, ლანძღოს ყველა, ვინც ამბობს, რომ რუსული კანონი ქვეყნისთვის განაჩენია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაც პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის, საპარლამენტო მდივნის შეურაცხყოფისა და ოპოზიციონერი დეპუტატების ღვინისთვის გამოიყენეს. ამ პირობებში და სპეცრაზმის ალყაში დაძლია "ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო.