პრეზიდენტის "ქართული ქარტია"- საქართველოში ერთპარტიული მმართველობა შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს

27.05.24 20:31
პრეზიდენტის "ქართული  ქარტია"- საქართველოში ერთპარტიული მმართველობა შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს

საქართველოში ერთპარტიული მმართველობა შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს. შანსი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს პრეზიდენტმა მისცა. სალომე ზურაბიშვილის "ქართული ქარტია" პირველად ქვეყნის ისტორიაში კოალიციური მთავრობის შესაძლებლობას აჩენს. უკვე ცნობილია, რომ 10 ოპოზიციური პარტია მზად არის, ხელი მოაწეროს სალომე ზურაბიშვილის მიერ მომზადებულ პოლიტიკური შეთანხმების აქტს.

 ერთობა ეროვნული მიზნისკენ ერთიანი სიის გარეშე - რას გააკეთებენ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული  პოლიტიკური ძალები. სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმები, რომლებიც ახლა ერთ  პარტიას ემორჩილება და მთავარი,  ყველაფერი აღარ იქნება ერთი კაცის ხელში - ეს არის გარანტია ქართველი ხალხისთვის, ვინც ამ ქვეყნის მომავალი 2024 წლის არჩევნებზე უნდა გადაწყვიტოს.

პრეზიდენტის "ქართული  ქარტია"- ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები