პრეზიდენტის "ქართული ქარტია" - რა იცვლება სასამართლოში?
სასამართლოს გაწმენდა არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისგან და ძირეული ცვლილებები იუსტიციის საბჭოში - პრეზიდენტის მიერ დაანონსებული რეფორმა უკვე შეფასდა, როგორც ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნების გეგმად. ყველა ის მოსამართლე, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანეს სისტემის რეპუტაცია, პატიოსნების ტესტს გაივლის. ეს არის გზა, რომლითაც სისტემა კლანური მმართველობისგან უნდა გათავისუფლეს.
რეფორმის კიდევ ერთი მთავარი მიმართულება იუსტიციის საბჭოა. პრეზიდენტის ინიციატივით, საბჭოს უნდა ჩამოერთვას გადაჭარბებული ძალაუფლება. მათ შორის მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის უფლება, რასაც დღეს დაუმორჩილებელი მოსამართლეების წინააღმდეგ სადამსჯელო ბერკეტად იყენებენ. ასევე საბჭოს წევრებს აეკრძალებათ ორჯერ არჩევის შესაძლებლობა და სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.