დევნა რუსული მეთოდებით -დააჯარიმეს ადამიანი, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ნამყოფი ერთხელაც კი არ არის
მოსამართლეებს აქტივისტების წინააღმდეგ აბსურდული გადაწყვეტილებების გამოცხადებაში ნამდვილი შეჯიბრი აქვს გამოცხადებული. ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს ადამიანი, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ნამყოფი ერთხელაც კი არ არის. 500 ლარიანი ჯარიმა მოქალაქემ მხოლოდ იმიტომ უნდა გადაიხადოს, რომ 30 აპრილს საცობის გამო, მანქანა სანაპიროზე დატოვა და სახლში ფეხით წავიდა
დასაჯეს ამერიკის მოქალაქეც, ვინც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგა. სასამართლომ დაასკვნა რომ მან წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა, არადა პატრიკ ჰერნანდესი სამართალდამცველებმა პარლამენტთან მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ქართულ ენაზე პოლიციელის მითითება ვერ გაიგო. ის პირველებს უყვება, რომ დაპატიმრების შემდეგ სცემეს და განყოფილებიდან განყოფილებაში ატარეს.