რა უჯდება ქვეყანას ქართული ოცნების პოლიტიკა? - ქვეყნის სავალუტო რეზერვები კრიტიკულ ნიშნულს გამოცდა
რა უჯდება ქვეყანას ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა? - ანტიევროპული კანონის ეკონომიკური ეფექტი უმძიმესია. ქვეყნის სავალუტო რეზერვები კრიტიკულ ნიშნულს გამოცდა. ეროვნულ ბანკს გასულ წელთან შედარებით 325 მილიონი დოლარით ნაკლები რეზერვი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ვითარება ადეკვატურს ჩამოსცდა. ამ ტენდენციამ კი შესაძლოა კატასტროფული შედეგი გამოიღოს.
სავალუტო კურსის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი რეზერვებს ყიდის. იღებს მოკლევადიან ეფექტს, თუმცა სახელმწიფო რეზერვების შემცირების ხარჯზე. ლარი კი ვარდნას განაგრძობს. ის, რომ ვითარება საგანგაშოა დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც აღიარა. გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ თუ ქვეყანაში საპროტესტო ტალღა გაგრძელდება ქართული ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება.