"ქართული აქტის" სულისკვეთებას ვუერთდებით, ტექსტი გარკვეულ ჰარმონიზაციას მოითხოვს"- ბადრი ჯაფარიძე

27.05.24 22:23
"ქართული აქტის" სულისკვეთებას ვუერთდებით, ტექსტი გარკვეულ ჰარმონიზაციას მოითხოვს"- ბადრი ჯაფარიძე

პრეზიდენტის "ქართული აქტი" -  ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ "ლელო" სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება და ქარტიის სულისკვეთებას უერთდება.

ჯაფარიძის თქმით, საჭიროა, მუშაობა დაიწყოს პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, რომ ქარტიის იმდაგვარად გაწერა მოხდეს, რომ ის მოქმედ კონსტიტუციასთან სრულად იყოს შერწყმული. 

"უნდა ვიმუშაოთ, არის ფორმულები, რომელიც მე პირადად პირველად მოვისმინე გუშინ, თვითონ ტექსტი გარკვეულ ჰარმონიზაციას მოითხოვს"- თქვა ჯაფარიძემ "საჯარო პოლიტიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჩამოთვლილი რეფორმების განხორციელება აუცილებლად მიგვაჩნია, არის რიგი რეფორმები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გატარდეს, მაგრამ არ არის დოკუმენტში. ასევე არის ჩვენი ეკონომიკური გეგმა, რომელიც გვინდა განვახორციელოთ, იქნება ეს უმუშევრობის აღმოფხვრა თუ ანაზღაურებადი სტაჟირება, ასევე პენსიების გარდა, ეს ჩვენ ჩვენს პროგრამაში გვაქვს და მას აუცილებლად განვახორციელებთ როცა ხელისუფლება შეიცვლება.

გვაქვს თანხვედრა, რომელიც სასამართლო რეფორმას შეეხება - სასამართლოს კლანისგან გათავისუფლებაში და ასევე ანტიკორუფციულს რომ საგამოძიებო ფუნქცია უნდა ჰქონდეს, ამაში სრულად ვეთანხმებით...

მთავარია, მიზნებს და ამოცანებს ვეთანხმებით, ვეთანხმებით სულისკვეთებას, მის ამოცანებს მის მიზნებს, ამიტომაც ვამბობთ, რომ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის რომ  მოხდეს ტექსტის საბოლოოდ შეჯამება ყველა მონაწილეს შორის. ვფიქრობ რომ, რეფორმების ნაწილში რომელიც ჩვენ "ლელოს" გვაქვს, ეს დოკუმენტი დაიკავებს მნიშვნელოვან ნაწილს"- თქვა ჯაფარიძემ. 

"ლელოს" ლიდერი "ქართული ოცნების" დამაჯერებლად დამარცხებაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზე ამახვილებს ყურადღებას: 

"ვფიქრობ, პრეზიდენტთან უნდა ვისაუბროთ იმ თემებზე, თუ როგორ შეიძლება მისი ჩართულობით, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოცილება" - დასძინა მან. 

 

 

მსგავსი სიახლეები