ქუჩაში არსებული ენერგია უნდა გარდავქმნათ არჩევნების გაკონტროლების ენერგიად - გიორგი ვაშაძე
როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე - "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი ამბობს, რომ ქუჩაში არსებული ენერგია არჩევნების გაკონტროლების ენერგიად უნდა გარდაიქმნას.
"არ უნდა გავანელოთ ერთად ყოფნის პოზიტიური შეგრძნება"- თქვა "საჯარო პოლიტიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში გიორგი ვაშაძემ.
მან რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ "გმირობა ახლა გამოსვლა და რუსული კანონის წინააღმდეგ ხმის ამოღება უფრო იქნება, ვიდრე ყალბი გამხნევება".
დიდი პროტესტები უნდა გაგრძელდეს, ერთმანეთს აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდში, მილიონ ლარამდეა ის ჯარიმები, რომლებსაც უწერენ მშვიდობიან მომიტინგეებს და ამ ადამიანებს უნდა დავუდგეთ გვერდით. იმ ადამიანბის გვერდით უნდა ვიყოთ, რომლების მიმრთაც სისხლის სამართლის საქმეების შეთითხვნა ხდება.
ამ პროცესში, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას, აქვე მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას, ეს დოკუმენტი ჩვენთვის პრინციპულად მისაღებია, მზად ვარ, ოპოზიციონერ კოლეგებს მოუსმინო და მათი შეხედულებები მოვისმინო. დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით და საერთო ენას ვიპოვით"- თქვა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადასადგმელ პირველ ნაბიჯებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა, 15 დეკემბრამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უნდა იყოს.
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ რაც, ქვეყანა დასავლურ ვეტორს დაუბრუნდება, ეს გარდაუვალი იქნება.