კოვიდზე ტესტი დადებითია და მიშელთან შეხვედრას ვერ დავესწრები - ზურაბ ჯაფარიძე

19.07.21 10:40
კოვიდზე ტესტი დადებითია და მიშელთან შეხვედრას ვერ დავესწრები - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ბათუმში შარლ მიშელის შეხვედრას ვერ დაესწრება. ჯაფარიძის თქმით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია. 

გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია.
არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები", - წერს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების დარღვევის შემდეგ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება არასწორი იქნება.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შეფასებით ,,ოცნებამ" დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების მათივე შეფასებით ყველაზე პრინციპული მუხლი - მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი.
ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე - რომ ,,ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს
არც მეტი, არც ნაკლები
ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალაა
ასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის. სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით
ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ ოცნებას წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას", - წერს ჯაფარიძე.