ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე! - როთი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს

28.05.24 10:05
ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე! - როთი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს

ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე, - ასე მიმართავს გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტის წევრებს.

„ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ხალხს ყურადღებით მოვუსმინოთ. ქართველი ხალხის მესიჯი კრისტალურად ნათელია: შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირია!“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს. 

მსგავსი სიახლეები