ღალატის დამღით ივლით მთელი ცხოვრება! არჩევანი თქვენზეა - ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა - ბოკუჩავა უმრავლესობას

28.05.24 12:32
ღალატის დამღით ივლით მთელი ცხოვრება! არჩევანი თქვენზეა - ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა - ბოკუჩავა უმრავლესობას

ღალატის დამღით ივლით მთელი ცხოვრება! არჩევანი თქვენზეა - ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა - ასე მიმართა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხომაზე უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებცი დღეს რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. 

"თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორც შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში - როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხვას გადაარჩინა. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. დღეს არის არჩევანი თქვენს წინაშე - რუსი ოლიგარქის რუსული კანონის დაცვა საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით, თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. ეს არის ის არჩევანი, რომლის წინაშეც თითოეული თქვენგანი დღეს დგას. შანსი აღარ მოგეცემათ, რომ არ ჩაიწეროთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში  როგორც მოღალატეები. არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე შენს ხალხს და ისტორიას გამოაქვს, ღალატის დამღით ივლით დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს.  

ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა გვერდით ახალგაზრდებთან, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით. ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თვალებში. არჩევანი თქვენზეა- ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში, თუ არა" მიმართა ბოკუჩავამ ოცნებას, რასაც პაპუაშვილის რეპლიკა მოჰყვა: "ზედმეტად ნეკროფილური გამოსვლა იყო."

მსგავსი სიახლეები