აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა - მთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაციის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა.
როგორც tvpirveli.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.
გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა. შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა"- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.