"ისე დაიჟინეთ კრემლის დავალების შესრულება, რომ ყველაფერზე მიდიხართ" - ხაბეიშვილი "ოცნებას"

28.05.24 13:05
"ისე დაიჟინეთ კრემლის დავალების შესრულება, რომ ყველაფერზე მიდიხართ" - ხაბეიშვილი "ოცნებას"

ენმ-ს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც "ოცნება" რუსულ კნაონთან დაკავშრებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, სახელისუფლებო პარტიას სიტყვით მიმართა. ოპოზიციონერმა ლიდერმა "ოცნებას" ყველა ის საფრთხეები შეახსენა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს და რომელსაც რუსული კანონი კიდევ უფრო დაამძიმებს.

ლევან ხაბეიშვილმა მმართველი პარტიის წევრებს უთხრა, რომ მათი დანსაქცირება არავის უხარია, თუმცა ამისკენ თავად "ოცნება" იღწვის, როდესაც რუსული კანონის მიღებას ცდილობს. მისი თქმით, მთავორბის დასანქცირების შემთხვევაში ხალხი ეკონომიკურ ბლოკადას ვერ გაუძლებს და ეს მათ კარგად უნდა გაიაზრონ. 

მუდმივად საუბრობთ, რომ გვიხარია თქვენი სანქციები, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ არცერთი თქვენგანის სანქცია არ გამიხარდება, უბრალოდ, თქვენ იქცევით ისე, რომ იძულებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ ასე მოიქცეს, თორემ მე გამიხარდებოდა, რომ არ დაგეძლიათ ვეტო, ეს კანონი არ ამოქმედდეს და ხალხს გადაეწყვიტა ხუთი თვის თავზე არჩევნებზე თუნდაც ამ კანონის ბედი, მაგრამ თქვენ ძალმომრეობით, ადამიანების ცემით, გატაცებით, სახლთან დახვედრებით, ოჯახების დაწიოკებით გინდათ, რომ ეს კანონი მიიღოთ. არადა, თქვენ ხომ ამბობდით, რომ არცერთი ადამიანის თმის ღერი არ გიღირდათ არანაირ კანონად, მაგრამ ახლა ისე დაიჟინეთ ეს კონკრეტული დავალება, რომელიც გაქვთ კრემლიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიხართ. ძალიან ვღელავ თქვენ გამო, რადგან ვერ აცნობიერებთ იმ პრობლემებს, რომელიც თქვენ გექნებათ, რომელიც ექნებათ თქვენ გარშემო ადამიანებს, ყველას აყენებთ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამ თვეების განმავლობაში, ყველა ზღვარს გადახვედით. პროპაგანდირებით, რომ სუვერენიტეტს იცავთ აშშ-გან, უკაცრავად, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტი სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატებია. თქვენ მუჭი მოუღერეთ სტრატეგიულ პარტნიორს, თითებს უქნევთ, ღალატში ადანაშაულებთ, რომ თურმე ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან. დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მართლა და მთავარ მტერს პუტინს ერთი სული აქვს, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად და თქვენ ამაში ხელს უწყობთ სწორედ ამ რუსული კანონით, რომლითაც უარს ამბობთ ევროკავშირზე, რომლითაც მილიარდობით დოლარის ზარალს მიაყენებთ საქართველოს მოქალაქეებს. ამბობთ, რომ აიტანთ სანქციებს და აბა, ჰკითხეთ ქართველ ხალხს, გაუძლებენ ამ ეკონომიკურ ბლოკადას? გაუძლებენ იმ რეალობას, როდესაც, ფაქტობრივად, დასავლური დახმარების გარეშე საქართველოს ეკონომიკა არ იარსებებს. ერთი წამით ჩაიხედეთ თქვენს გულებში, ერთი წამით მაინც ეცადეთ, რომ ობიექტურები იყოთ. თქვენ წირავთ საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალს, ეს შეგები დადგება ძალიან სწრაფად, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ასევე თქვენთვის, ამიტომ უნდა გესმოდეთ ის მძიმე ისტორიული რეალობა, რაც თქვენ თვითონ დაიყენეთ და კიდევ ვიტყვი გულწრფელად, რომ ძალიან გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას ქართველ ხალხს გადაწყვიტონ საქართველოს სახელმწიფოს ბედი., - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები