"ეს ყმუილი თქვენი კოლეგების მიმართ განახორციელეთ" - ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებას ოლიგარქის პარტია ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე ცდილობს. პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებები, რომ არ მოისმინონ, ყველას გაჩუმებას ლანძღვით ცდილობენ.
აქტიურობს "ხალხის ძალა" - "ოცნების" დანაყოფი თავს ესხმის ყველა ოპოზიციონერს, ვინც დარბაზში სიტყვა "რუსს" ან" ღალატს" ახსენებს.
თავდასხმის ობიექტი გახდა დღეს ეკა ხერხეულიძე. ენმ-ს დეპუტატმა პლენარულ სხომაზე უმრავლესობის დეპუტატები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა,რ ასაც სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
თუ ვინმეს არ უწერია ნათელი მომავალი ამ ფურცლებზე, სწორედ ამ დარბაზში მსხდომი ის ადამიანები ხართ, ვისაც გამოცხადებული ქვეყნის ღალატის ქრონიკა გაქვთ დაანონსებული თქვენი უკვე სამი კენჭისყრით. ეს ყმუილი თქვენი კოლეგების მიმართ განახორციელეთ, როდესაც იგივე ტექსტებით, უსამართლოდ აქეთკენ იშვერენ ხელს", - განაცხადა ხერხეულიძემ.
რუსული დავალების შესასრულებლად სხომათა დარბაზში ახლა მთელი "ქართული ოცნებაა" მობილიზებული და განცხადებებს საპარლამენტო ტრიბუნასთან - წინასწარ დაწერილი ტექსტებით აკეთებენ.