"არ ექვემდებარება მოდიფიცირებას და არც გადავადებას, უნდა გაუქმდეს" - ბიზნესმენი რუსულ კანონზე

28.05.24 13:07
"არ ექვემდებარება მოდიფიცირებას და არც გადავადებას, უნდა გაუქმდეს" - ბიზნესმენი რუსულ კანონზე

კომპანია „დიოს“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი რუსულ კანონთან დაკავშიერბით განცხადებას ავრცელებს - თამაზ დაუშვილი ფიქრობს, რომ "კანონი,  რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზირებას ახდენს, აბსოლუტურად არ ჭირდება ჩვენს ქვეყანას".

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ კანონი გადავადებასაც კი არ ექვემდებარება:

კანონი,  რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზირებას ახდენს, აბსოლუტურად არ ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რითმს. მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ საკითხის მოგვარება, კიდევ ერთხელ გაანალიზოთ, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე და იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას ელის თქვენგან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი სამშობლო გააგრძელებს ევროპისკენ სვლას." -  წერს თამაზ დაუშვილი. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, Wissol ჯგუფის დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ, რომელმაც 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, ამჟამად ის ნქართულ ოცნებას მოუწოდებს, ვეტო არ დაძლიოს, ან კანონის ამოქმედება გადაწიოს.

"არ დაიძლიოს ვეტო ან ამოქმედდეს 2025 წლიდან" - ასეთია სოსო ფხაკაძის პოზიცია. 

 

მსგავსი სიახლეები