ნებისმიერ დეპუტატს მინდა შევხვდე, თვალი თვალში გავუყარო! - დაპირისპირება ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის

28.05.24 13:27
ნებისმიერ დეპუტატს მინდა შევხვდე, თვალი თვალში გავუყარო! - დაპირისპირება ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან დაპირისპირება იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და ზაზა სარალიძის შორის. შვილმკვდარ მამას საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და დეპუტატებთან შეხვედრა სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

შვილი მომიკლეს, ფეხებზე დამიკიდეს მაგ დედა აფეთქებულებმა. რატომ განცხადება არ დაწერეო, მოსამართლემ დამაჯარიმა მაგის გულისთვის, მას მერე ათჯერ მოვედი. ხან ყვითელი ზონა აქვთ, ხან წითელი ზონა აქვთ, ხან არასამუშაო საათები აქვთ. ახლა ვეხვეწები, გამომაწოდონ ბლანკი, რომ დავწერო განცხადება, ნებისმიერ დეპუტატს რომ შევხვდე, თვალი თვალში რომ გავუყარო. აქედან არ მივმართავ მე მაგათ. როგორც თითონ მოგვმართავენ არაადამიანურად, არაკაცურად, ისე არ გავაკეთებ, გამორიცხულია! პირდაპირ თვალებში უნდა ვუყურო და ისე უნდა გავაგებინო, მაგრამ არ მიშვებენ!, - ამბობს ზაზა სარალიძე. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კნაონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს. 

მსგავსი სიახლეები