სანქციით შანტაჟი თავის მიზანს ვერ მიაღწევს - ქადაგიშვილი
სანქციით შანტაჟი თავის მიზანს ვერ მიაღწევს - ასე უპასუხა შტატების დაანონსებულ სანქციებს პარლამენტის პლენარული სხდომიდან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
სხდოამზე, სადაც უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად და რუსული კანონის დასაკანონდებლად ემზადება, ქადაგიშვილმა სტრატეგიულ პარტნიორებს შეუთვალა, რომ რუსული კანონი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ არ არის მიამრთული.
სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით სანქცირებას არ ექვემდებარება - ეს კანონი მიმართული არ არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ, კანონი ამ ურთიერთობის არც ერთ ასპექტს არ ეხება.
ამ ვითარებაში სანქციებზე საუბარი ამ ურთიერთობებისთვის არის კონტრპროდუქტიული, დამაზიანებელი და სანქციით შანტაჟი თავის მიზანს ვერ მიაღწევს.