ესენი უნდა წავლეკოთ და ჩავაბაროთ ისტორიას - ზურა ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ბრძოლა ახლა იწყება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პროტესტი რეგულარულად უნდა გაგრძელდეს, საბოლოო გამარჯვება კი საზოგადოებამ სწორედ 26 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა იზეიმოს.
პროტესტი უნდა გაგრძელდეს. არ არის აუცილებელი ყოველ დღე პროტესტი, მაგრამ რეგულარულად, თუნდაც კვირაში ერთხელ პროტესტი უნდა იყოს. ამის გარდა, მთავარი საქმე, რაც გვაქვს ყველას საკეთებელი, და ამას ვერ გააკეთებს ვერც ცალკე ჟურნალისტი და ცალკე პოლიტიკური პარტია, ყველა ამ ხალხს აქვს საქმე 5 თვე. გარშემო თუკი ვინმე დაგვრჩა მეზობელი, მეგობარი, ძმაკაცი, ვინც ჯერ კიდევ მიძინებულია, ეს ხალხი უნდა გავაღვიძოთ ყველა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ემიგრაციაში და ეს ხალხი 26 ოქტომბერს უნდა მივიდეს არჩევნებზე და ესენი წავლეკოთ და ჩავაბაროთ ისტორიას სამუდამოდ. ამიტომ, დღეს არაფერი მთავრდება, დღეს იწყება განსხვავებული ტიპის ბრძოლა, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.