მუშაობაა საჭირო, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც "ოცნება" ამბობს, მორიგი ტყუილია - ბეშიტაიშვილი
ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც "ოცნება" ამბობს ტყუილია, იმიტომ, რომ მათ სიმართლე არასდროს უთქვამთ, - ამის შესახებ მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი საუბრობს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტთან აქციაზე იმყოფება.
მე მახსოვს 12 წლის წინ 5 ნომრიან მაისურებს რომ იხდიდნენ და „ვა, რა მაგარია, იხდიან“ -მეთქი, მაგრამ იქვე ჩაიცვეს ეს ლურჯი მაისურები. აი, ეს უნდა დავამარცხოთ ჩვენში, ეს მონური სული. მუშაობაა საჭირო პერიფერიებშიც, აქაც, რომ ადამიანებს ავუხსნათ, რომ რასაც ესენი ამბობენ, მორიგი ტყუილია, იმიტომ, რომ ამათ სიმართლე ცხოვრებაში არ უთქვამთ. „ნაცები ხართო“, არ ვართ ნაცები, ნაცები აღარ არიან პოლიტიკაში. მათ ტ.. დარჩათ და მაგასაც მალე წაიღებენ,. - ამბობს ბეშიტაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.