"ქართული ოცნება" ღალატის ისტორიას წერს - სოფო ჯაფარიძე
"ქართული ოცნება" ღალატის ისტორიას წერს - ამის შესახებ ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციის წევრი, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ხვალ "ოცნების" მაღალჩინოსნების შვილები საქართველოს ისტორიაში ისწავლიან, რომ მათი ოჯახის წევრი მოღალატე იყო და ეს ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს.
დღეს „ქართული ოცნება“ წერს ღალატის ისტორიას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისინი საკონსტიტუციო გადატრიალებას აწყობენ და მათ ერთი რაღაც უნდა გაიაზრონ, რომ ხვალ მათი შვილები, მათი შვილიშვილები, მათი შვილთაშვილები საქართველოს ისტორიაში ისწავლიან, რომ მათი ოჯახის წევრი იყო მოღალატე, მათმა ოჯახის წევრმა უღალატა სამშობლოს და უღალატა ჩენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს, დაფიქრდნენ, სანამ ამ ყველაზე დიდ ღალატს მოაწერენ ხელს. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და აუცილებლად ოქტომბერში სამუდამო წერტილს დავუსვამთ რუსულ რეჟიმს, რუსულ მმართველობას საქართველოში და აუცილებლად რუსეთს სამუდამოდ გავისტუმრებთ საქართველოდან, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.