"ხარება" ელენე ხოშტარიას გაექცა (ვიდეო)
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გაექცა. მას შემდეგ რაც ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსი, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა, ზვიად ხარაზიშვილი პარლამენტიდან მიიმალა.
ხოშტარია ხარაზიშვილთან მას შემდეგ მივიდა, რაც მან დაადატურა, რომ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების სასტიკი ცემის უკან სწორედ ის დგას.
ხარება“ მშიშარა ხომ არ ხარ? მხდალო შენ! სად მიდიხარ, „ხარება“, მოდი, ვილაპარაკოთ, რატომ გარბიხარ? მოდი, მოძალადევ, ვილაპარაკოთ"- მიმართავდა ხოშტარია "ხარებას".
"ხარებამ" აღნიშნა, რომ სპეციალური სიებით ხელმძღვანელობს. მაღალჩინოსანმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მორიგი ძალადობა დაუანონსა.