გვექნება საფუძვლიანი საუბარი იმაზე, რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია ევროკავშირს - სამადაშვილი

19.07.21 11:05
გვექნება საფუძვლიანი საუბარი იმაზე, რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია  ევროკავშირს - სამადაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შეხვედრა ოპოზიციასთან ქვეყანაში შექმნილ კრიზისს შეეხება.  ფრაქცია "ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ შეხვედრაზე იმ მექანიზმებს განიხილავენ, რისი ამუშავებაც ევროკავშირს ამ ეტაპზე შეუძლია. 

ცხადია, ჩვენ გვექნება საუბარი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში 5 ივლისის შედეგად. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია დღეს ევროკავშირს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.