STOP THE WAR! - მაისური რუსეთის დელეგაციას (ფოტო)

28.05.24 14:43
STOP THE WAR! - მაისური რუსეთის დელეგაციას (ფოტო)

დღეს ტაილანდის დედაქალაქ ბანკონგში, აზიის პოლიტიკური პარტიების კონგრესზე, საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა ბექა ნათელაშვილმა, რუსეთის დელეგაციის მეთაურის, ანტიქართული განცხადებებით ცნობილ ანდრეი კლიმოვის მაგიდაზე, გამოფინა მაისური წარწერით - "გააჩერე ომი". კონგრესზე სიტყვით გამოსვლაში,  ბექა ნათელაშვილმა  რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა საქართველოს დეოკუპაციის და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისაკენ, ხაზი გაუსვა  ევროპული სტრატეგიის შეუცვლელობას ქართველი ხალხისათვის.

მსგავსი სიახლეები