ჩემი აზრით, ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს დოკუმენტის შესრულება - მეგრელიშვილი

19.07.21 11:10
ჩემი აზრით, ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს დოკუმენტის შესრულება - მეგრელიშვილი

"გირჩის" ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების დარღვევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც ხდება. 

ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივია, ის არის, როგორ მიმდინარეობს ამ ადამიანის სახელობის დოკუმენტის შესრულება, რაც უკავშირდება ჩვენ ქვეყანაში წინასაარჩევნო სტაბილურობას. ჩემი აზრით, ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს დოკუმენტის შესრულება და მთელი თამაში მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს დავაბრალოთ ეს დარღვევები", - ამბობს მეგრელიშვილი.