თუ დატოვებთ "ოცნებას" და გადმოხვალთ ოპოზიციაში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ შურისძიება - იაგო ხვიჩია მმართველ გუნდს
თუ დატოვებთ "ოცნებას", გადმოხვალთ ოპოზიციაში და ამ სამარცხვინო კანონის მიღებას ქვეყანას ააცილებთ თავიდან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ შურისძიება, - ამ სიტყვებით მიმართავს "გირჩიუს" ლიდერი იაგო ხვიჩია მმართველ გუნდს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ უფსკრულის პირას ბოლო ნაბიჯს ყველა ნაბიჯი სჯობს.
იმის მიუხედავად, რა ზეწოლა წამოვა ჩვენზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თქვენ თუ ახლა დატოვებთ მმართველ პარტიას, გადმოხვალთ ოპოზიციაში და ამ სამარცხვინო კანონის მიღებას ამ ქვეყანას თავიდან ააცილებთ.
მოდით, ეს ნაბიჯი ყველამ ერთად გადავდგათ იმიტომ, რომ უფსკრულის პირას ბოლო ნაბიჯის გადადგმას ჩემი აზრით, ყველანაირი ნაბიჯი სჯობს. ვერ ხვდებით ახლა, სად მიდის ეს ქვეყანა, რაც მთავარია, ვერ ხვდებით იმას, რომ საქართველო აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. რაც უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიქნებით, იმ ხალხს, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მიიღებს მონაწილეობს, უფრო და უფრო ექნება დისკომფორტული ცხოვრება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში, - ამბობს იაგო ხვიჩია.